“რუსებმა პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდაციის რამდენიმე ოპერაცია დაგეგმეს” – ბუდანოვი
რუსებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის ოპერაცია რამდენჯერმე დაგეგმეს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
„რამდენჯერმე სერიოზულად მოამზადეს გარკვეული ოპერაციები. ძალიან სერიოზულად. საგულდაგულოდ დაგეგმეს, ჩაატარეს მოსამზადებელი სამუშაოები“, – განაცხადა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, ეს გეგმები არ განხორციელებულა, რაც უკრაინის სპეცსამსახურების საკმაოდ ეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს.