ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს 4 სექტემბერს სოჭში შეხვდებიან – კრემლი

თურქეთის და რუსეთის პირველი პირები ერთმანეთს სოჭში 4 სექტემბერს შეხვდებიან.

ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა.

მისი თქმით, რეჯეპ თაიპ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შუა დღეს შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ ეს არის, რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, პირველი მაღალი დონის შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები