“უკრაინელებს უნდა ვენდოთ” – ნატოს გენერალური მდივანი კონტრშეტევაზე

“კონტრშეტევასთან დაკავშირებით, უკრაინელებს უნდა ვენდოთ”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-ის ჟურნალისტ ქრისტიან ამანპურთან ინტერვიუში განაცხადა.

„მათ შეუძლიათ რუსების შეტევების უკუგდება, მათ შეუძლიათ ზოგიერთი ძალიან დაცული ტერიტორიის გავლა, კერძოდ, დანაღმული მინდვრების. ამიტომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ეს რთული ბრძოლაა. მაგრამ, მათ აქვთ მიღწევები, ძალას იკრებენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები უპრეცედენტო დონის სამხედრო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილებები უკრაინელების მისაღებია.

„საბოლოოდ, რთული და მკაცრი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია უკრაინელებზე, ბრძოლის ველზე სარდლობაზე. რასაც ვხედავთ არის ის, რომ უკრაინელებმა კვლავ გადააჭარბეს მოლოდინს. ჩვენ უნდა ვენდოთ მათ. ჩვენ ვურჩევთ, ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები უკრაინელებმა უნდა მიიღონ“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები