უკრაინამ გერმანიისგან Leopard 1A5 ტანკების მორიგი პარტია მიიღო
უკრაინამ გერმანიისგან Leopard 1A5 ტანკების მორიგი პარტია მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.
ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინას გერმანიისგან დამატებით 10 Leopard 1A5 ტანკი და ერთი TRML-4D რადიოლოკაციური სისტემა გადაეცა.
ცნობისთვის, გერმანიამ აქამდე უკრაინას 10 Leopard 1A5 ტანკი და ორი TRML-4D სისტემა გადასცა. ახალ პაკეტში გერმანიამ კიევს გადასცა დამატებით 16 Vector სადაზვერვო დრონი, ჯამში 104, ოთხი 8х8 HX81 გამწევი, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 13 მილიონ ტყვიაზე მეტი და საველე ჰოსპიტალი.