ზურაბ ქადაგიძე: ზურაბიშვილს კონსტიტუცია საერთოდ არ აინტერესებს, მთავარი მისთვის საკუთარი შვილების კარიერაა, შესაბამისად, თუ მისი შვილების მომავლის გარანტორები ყურებით სიარულს მოსთხოვენ, იმასაც უაპელაციოდ დათანხმდება

„ქალბატონმა პრეზიდენტმა კი საკუთარი ფუნქცია რომ ვერ იპოვა, მიეკედლა ისევ იაფ პიარს-რადიკალიზმს, საბოტაჟსა და „ფეიქ” პროპაგანდას”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, პრეზიდენტს არც ქართული სახელმწიფო აინტერესებს და არც საქართველოს კონსტიტუცია. იგი მხოლოდ საკუთარი შვილების მომავალსა და უზრუნველ სიბერეზე ზრუნავს.

“ოპოზიციის 90% რადიკალიზმით საზრდოობს, რადგან სხვა საშუალებას რეალიზებისას ვერ ხედავს და ერთი ნარატივით ვითარდებიან კოლექტიური „მიშამადიდებლები”. აი, ქალბატონმა პრეზიდენტმა კი საკუთარი ფუნქცია რომ ვერ იპოვა, მიეკედლა ისევ იაფ პიარს-რადიკალიზმს, საბოტაჟსა და „ფეიქ” პროპაგანდას. მნიშვნელობა არ აქვს, 52-ე მუხლის შესაბამისად მას ეკუთვნის, თუ არა საგარეო პოლიტიკის გატარება მთავრობასთან შეუთანხმებლად, კონსტიტუცია საერთოდ არ აინტერესებს, მთავარი მისთვის საკუთარი შვილების კარიერაა. შესაბამისად თუ მისი შვილების მომავლის გარანტორები ყურებით სიარულს მოსთხოვენ, იმასაც უაპელაციოდ დათანხმდება. რა ქნას, თავის თავს არ ეკუთვნის და უზრუნველი სიბერის ტყვე გახდა”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები