გაბონის პრეზიდენტი და მისი ვაჟი დაკავებულები არიან – მეამბოხეებს გვარდიაც შეუერთდა

გაბონში სახელმწიფო გადატრიალების ლიდერებს რესპუბლიკური გვარდიის მეთაური, გენერალი ბრის კლუტიე შეუერთდა.

ამის შესახებ Al Jazeera იტყობინება.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაკავებებია.

​ამ დროისთვის, მთავრობის რამდენიმე წევრი დააკავეს და ბრალი სახელმწიფო ღალატში წაუყენეს.

მანამდე, AFP-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაბონის პრეზიდენტი, ალი ბენ ბონგო ონდიმბა დააკავეს და შინაპატიმრობაში იმყოფება.

ასევე, დაკავებულია მისი ერთ-ერთი ვაჟი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო ღალატში ედება.

რესპუბლიკურ გვარდიას 2500 სამხედრო ჰყავს. იგი ახორციელებს სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს სხვა მაღალი თანამდებობის პირების დაცვას.

2019 წელს გვარდიის ნაწილი გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში მონაწილეობდა. მას ლეიტენანტი კელი ონდო ობიანგი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები