მეუფე იაკობი: უკრაინის ომში გამარჯვებული ევროპის მხრიდან არ მგონია, რომ ვინმე იყოს

“უკრაინის ომი, მოვა დრო და დამთავრდება, პირდაპირ გეტყვით, ამას კაცობრიობის განადგურება არ მოჰყვება, მაგრამ ამ ომში გამარჯვებული ევროპის მხრიდან არ მგონია, რომ ვინმე იყოს”,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარია არა რუსეთის დამარცხებაზე არამედ ერთმანეთის გამოფიტვაზე.

“რუსეთის დამარცხება რომ უნდოდეთ, ალბათ, სხვა ძალისხმევას დაატანდნენ და არ გაუჭირდებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ატომური სახელმწიფოა. აქ დამარცხებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ერთმანეთის გამოფიტვაზე. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს დამთავრდება და მორჩება, უფრო დიდი მიზანი ხომ არ არის და უფრო სხვაგან ხომ არ შეიძლება მერე ველოდოთ, ამაზეც ვიფიქროთ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები