დავით ქართველიშვილი – კელი დეგნანს: თქვენ მიერ განადგურებული “დასავლური ფასეულობების” მომხრე მოსახლეობა აშკარად “გვერდზე წევს” იმ 20%-იან “უმცირესობას”, ვისაც ჯერ კიდევ სიზმარში სოხუმი და ცხინვალი ელანდება

“ქალბატონ კელის და მის ბანდას ჩემთან დაკავშირებით შესასრულებელი ამოცანა მინდა, გავუადვილო. თქვენ დაქვემდებარებულ “ქილერთა” საზოგადოებაში უკვე აპრობირებულ გზას გირჩევთ მიმართოთ – მოკლული შვილის საფლავზე მამაც ააფეთქოთ,” – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი კელი დეგნანს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები, რომლებიც საზოგადოების პოლარიზებას იწვევენ,  ადამიანები “გვერდზე უნდა გავწიოთ.”

ქართველიშვილის თქმით, კელი დეგნანის ეს განცხადება არის შეკვეთა, ხოლო მისი შემსრულებელი საქართველოში ბევრია. “არ შევხვედრივარ ადამიანებს, ვინც ჩემზე კომენტარს აკეთებს და ამას ნამდვილად ვერ მივიღებ პირადულად, თუმცა მივიჩნევ რომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც ცდილობენ, დააბნიონ ქართველები, გაყონ ეს საზოგადოება ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია, ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ” – აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი… თუ იმ ადამიანებში, ვინც “ყოფს” და “აპოლარიზებს” ჩვენს საზოგადოებას, ის ადამიანები იგულისხმა, ვინც კელი დეგნანზე კომენტარებს აკეთებდა, ნება მიბოძეთ ვივარაუდო, რომ სადღაც დიდი სიის ბოლოში მეც ვიგულისხმები. რა მნიშვნელობა აქვს, რომ მე მასე არ ვფიქრობ და ასეთ ადამიანთა რიცხვს ვერც საკუთარ თავს და ვერც ჩემს მეგობრებს ვერ მივაკუთნებ.

“ქილერების” ენაზე ვიტყვი – ორგანიზატორმა “შეკვეთის” ბრძანება უკვე გასცა და შემსრულებელთა მეტი რა არის… დიახ, ეს არის “შეკვეთა” – სხვანაირად ფრაზა: “ეს ადამიანები გვერდზე უნდა გავწიოთ” – მე არ გამეგება. ამიტომ ქალბატონ კელის და მის ბანდას ჩემთან დაკავშირებით შესასრულებელი ამოცანა მინდა გავუადვილო. თქვენ დაქვემდებარებულ “ქილერთა” საზოგადოებაში უკვე აპრობირებულ გზას გირჩევთ მიმართოთ – მოკლული შვილის საფლავზე მამაც ააფეთქოთ. ამის გაკეთება არ გაგიჭირდებათ და სადღაც (გაგიკვირდებათ) მადლობელიც კი დავრჩები თქვენი… ოღონდ, დანარჩენი ყველას “გვერდით გაწევა” გაგიჭირდებათ. გაგიადვილდებოდათ IRI-ს და NDI-ს გამოკითხვების მიხედვით, სადაც 85%-იანი თქვენს მიერ განადგურებული “დასავლური ფასეულობების” მომხრე მოსახლეობა აშკარად “გვერდზე წევს” იმ 20%-იან “უმცირესობას”, ვისაც ჯერ კიდევ, სიზმარში სოხუმი და ცხინვალი ელანდება, მაგრამ რეალურად, ყველას “გვერდზე გაწევა” თქვენ გაგიჭირდებათ. თუმცა, ჩემით შეგიძლია დაიწყოთ – ძეგვის ბირჟაზე ქართველიშვილების საფლავი უნდა იკითხოთ. Good luck!” – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები