ზელენსკი დანიაში ჩავიდა
ნიდერლანდების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი “ტვიტერში” წერს, ის შეხვდება დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიქსენს, სამეფო ოჯახსა და პარლამენტის წევრებს.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ უკრაინა 42 ამერიკულ F-16 მოიერიშე თვითმფრინავს მიიღებს.
