მოსკოვში ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

მოსკოვის ჩრდილოეთით, ახალ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა გაიზარდა, დაშავებულია კიდევ 12 ადამიანი, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“-ს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

„განახლებული ინფორმაციით, სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით 31 ადამიანი გადაარჩინეს. სამწუხაროდ, 12 ადამიანი დაშავდა, შვიდი კი გარდაიცვალა“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

ხანძარი მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დააზუსტა, რომ ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ამჟამად 200-ზე მეტი ადამიანი და 65 ერთეული ტექნიკაა ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები