ბრიტანელი მედდა შვიდი ჩვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

ბრიტანელი მედდა დამნაშავედ ცნეს შვიდი ჩვილის მკვლელობაში და კიდევ ექვსის მოკვლის მცდელობაში იმ საავადმყოფოში, სადაც ის მუშაობდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ცნობით, 33 წლის ლუსი ლეტბი ზიანს აყენებდა ჩვილებს, კერძოდ კი, მათ სისხლსა და კუჭში ჰაერი შეჰყავდა, რძით ზედმეტად კვებავდა, ინსულინით წამლავდა და ფიზიკურადაც უსწორდებოდა.

პროკურორების მტკიცებით, მედდა ჩვილების გარდაცვალების შემდეგ კოლეგებსა და ახალშობილის ოჯახის წევრებს ატყუებდა, რომ ისინი გარკვეული მიზეზების გამო გარდაიცვალნენ.

პოლიციამ გამოძიების დროს ლეტბის სახლის ჩხრეკისას იპოვა ხელნაწერი ჩანაწერები, მათ შორის ერთი, რომელშიც ეწერა: „ბოროტი ვარ, ეს მე გავაკეთე“.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალმა აღნიშნული დანაშაულები 2015-2016 წლებში ჩაიდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები