უკრაინის დაზვერვა: ენერგოდარში ოკუპანტების შეკრებაზე აფეთქება მოხდა, დაშავდნენ რუსი პოლკოვნიკი და შს სამინისტროს წარმომადგენლები
ოკუპირებულ ენერგოდარში აფეთქების შედეგად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკი და რამდენიმე პირი დაშავდა.
უკრაინული მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი შენობას დაეჯახა, რომელშიც „რუსი პოლიციის ხელმძღვანელობის“ შეხვედრა მიმდინარეობდა.
„18 აგვისტოს დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში საქალაქო „პოლიციის“ ხელმძღვანელების თათბირი იყო ჩანიშნული. დაახლოებით 09:23 საათზე პოლიციის უფროსის კაბინეტში ძლიერი აფეთქება გაისმა.
შედეგად მრავალი ჭრილობა მიიღეს: საქალაქო პოლიციის განყოფილების უფროსმა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკმა პაველ ჩესანოვმა (ჩუვაშიის რესპუბლიკა), მისმა მოადგილემ ოპერატიულ მუშაობაში, საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა, სამორიგეო სამსახურის უფროსმა და რიგმა განყოფილების უფროსებმა.
აფეთქების შემდეგ ისინი სასწრაფოდ მიიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში“, – ნათქვამია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.