NYT: აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ომის დაწყების შემდეგ, ორივე მხრიდან დაღუპულთა და დაჭრილთა ჯამური რაოდენობა 500 000-ს მიუახლოვდა
2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაღუპული ან დაჭრილი უკრაინელი და რუსი ჯარისკაცების რიცხვი 500 000-ს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგები 300 000-ს უახლოვდება, მათ შორის 120 000 დაღუპული და 170 000-იდან 180 000-მდე დაშავებულია.
რაც შეეხება უკრაინას, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის 70,000-ს შეადგენს, ხოლო დაშავებულია 100,000-იდან 120,000-მდე ადამიანი.