“ვითარება იცვლება” – სალივანი უკრაინის კონტრშეტევაზე

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც აშშ-ის დაზვერვაში წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ უკრაინა კონტრშეტევის მთავარი მიზნის მიღწევას ვერ შეძლებს.

როგორც სალივანმა კემპ დევიდში პრესკონფერენციაზე თქვა, ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი ანალიზი გაკეთდა იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ვერსიები შეიცვალა “რადგან შეიცვალა დინამიური პირობები ბრძოლის ველზე”.

“ის, რაც ჩვენ გვითქვამს სხვადასხვა პლატფორმაზე და სხვადასხვა ბრიფინგზე, უცვლელი რჩება – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მის კონტრშეტევას. ჩვენ არ ვაპირებთ შედეგში ჩარევას”, – ხაზგასმით აღნიშნა სალივანმა.

მან თქვა, რომ აშშ არ გააკეთებს პროგნოზებს უკრაინაში ომის შესახებ, რადგან ის “არსებითად არაპროგნოზირებადია”.

“შემიძლია ვთქვა, რომ მე მჯერა და დარწმუნებული ვარ უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობებში და განსაკუთრებით, სიმამაცეში, მიაღწიონ პროგრესს ბრძოლის ველზე”, – შეაჯამა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები