მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არის ის იდეა, რომელსაც არ შეიძლება, უბრალოდ ალტერნატივა გააჩნდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორის განცხადებას გამოეხმაურა.

“ეს მიდგომა ზოგადად კატეგორიულია – საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არის ის იდეა, რომელსაც არ შეიძლება, უბრალოდ ალტერნატივა გააჩნდეს. ამიტომ, ნებისმიერი გამოსავლის ძიებისას ყველას მხედველობაში აქვს მისაღები, რომ მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში ვერასდროს საქართველო ვერ შეუერთდება ვერცერთი დათქმით, ვერცერთი პირობით მისი ტერიტორიების ოკუპაციას. სავარაუდოდ, იგივე დამოკიდებულება აქვს უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინის ხალხს. აქედან გამომდინარე, ყველას მოუწევს ამის მხედველობაში მიღება, ვინც ისაუბრებს საქართველოს ან უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორი, სტიან იენსენი მიიჩნევს, რომ უკრაინამ შესაძლოა ნატოში გაწევრიანება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს შეიძლება იყოს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები