გიორგი ცაგარეიშვილი – შოვის ტრაგედიაზე: მიმდინარეობს გამოძიება და არ ვთვლით მიზანშეწონილად, რომ ამ უბედურებასთან დაკავშირებით პარალელურად რაღაც სტრუქტურები შეიქმნას პარლამენტში
მმართველი გუნდის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე არ თვლიან მიზანშეწონილად, რომ პარალელურად საქართველოს პარლამენტში “რაღაც სტრუქტურები” შეიქმნას.
მისივე თქმით, ოპონენტებს პრობლემის არსი არ აინტერესებთ.
„მიმდინარეობს გამოძიება, მასალების მოკვლევა და აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად, ამ უბედურებასთან დაკავშირებით პარალელურად რაღაც სტრუქტურები შეიქმნას საქართველოს პარლამენტში და სრულად იყოს ეს თემა პოლიტიზებული. ეს უნდათ ჩვენ ოპონენტებს. არც აინტერესებთ პრობლემის არსი, მთავარია საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება იმისთვის, რომ საშემოდგომო სესიაზე უსაქმურობისგან არ გაილიოს მათი დღეები“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.