ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას არც რევოლუციის თავი აქვს

“ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, როგორი მცირეა მათი საარჩევნო რესურსი. აქედან გამომდინარე, რევოლუციას ეპოტინებიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ოპოზიციას არც რევოლუციის თავი აქვს.

„ოპოზიციამ და კონკრეტულად „ზურაბ გირჩმა ჯაფარიძემ“ იცის, რომ არჩევნების გზით რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მოპოვების არანაირი შანსი არ აქვს. ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, როგორი მცირეა მათი საარჩევნო რესურსი. აქედან გამომდინარე, რევოლუციას ეპოტინებიან. არც რევოლუციის თავი აქვთ, რადგან რევოლუციას მარტო რევოლუციასა და სისხლს მოწყურებული ადამიანები კი არ სჭირდება, რევოლუციას სჭირდება მასა. ხალხი რევოლუციას არ ელოდება, მით უმეტეს ამ გაცხელებული ტვინების იმედად ყოფნა ქართველ ერს არ სურს. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ჭიქაში ქარიშხლის შექმნის იმიტაციაა. ოპოზიციის წარმომადგენლებს ის ცოდვა არ მოუნანიებიათ, რაც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინეს, ამიტომ უნდათ, რომ ყველანი თავიანთი ცოდვის თანაზიარი გახადონ. ეს არის მთელი მათი ქცევის მორალი და ფილოსოფია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები