მაუის კუნძულზე ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა

ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ABC News მაუის ოლქის პრესრელიზზე დაყრდნობით იტყობინება.

აღინიშნება, რომ დასახლებულ პუნქტ ლაჰაინაში კიდევ ორი ცხედარია ნაპოვნი, შესაბამისად მათი საერთო რაოდენობა 55-მდე გაიზარდა.

ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები