მოსკოვში დრონი კარამიშევსკის ჰიდროელექტრო კომპლექსთან ახლოს აფეთქდა
მოსკოვში აფეთქება კარამიშევსკის ჰიდროელექტრო კომპლექსთან მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამის არხები, ასევე რუსული სამთავრობო მედიაც ავრცელებს.
ტელეგრამის არხის Shot-მა ასევე დააზუსტა, რომ მდინარე მოსკვას რაიონში, N67-ე კლინიკურ საავადმყოფოსთან, სავარაუდოდ დრონი ჩამოაგდეს.
Baza იტყობინება, რომ დრონი მოსკოვის ოლქის ისტრას რაიონის მხრიდან მოფრინავდა, ის პავლოვსკაია სლობოდას მიდამოში შენიშნეს.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დრონი, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. მისი ინფორმაციით, მომხდარს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
რაც შეეხება “ვნუკოვოს” და კალუგის აეროპორტებს, სადაც მანამდე, დრონების თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო სივრცე ჩაკეტეს, რეისების მიღება განახლდა.