ანდრეი ილარიონოვი – რუსეთმა სამხედრო ვაკუუმი შექმნა (ვიდეო)

“ევროპა და ამერიკის შერთებული შტატები ერიდება ისეთ რადიკალურ მოქმედებებს, რომელიც რუსეთთან მათ საომარ მოქმედებებში ჩართვას გამოიწვევს,” – ამის შესახებ პორტალ “კვირას” პრესკლუბში რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, ექსპერტმა ანდრეი ილარიონოვმა განაცხადა.
“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განსაკუთრებით იმ დროიდან, როდესაც ბირთვული იარაღის წარმოება დაიწყო, დასავლური ქვეყნების სტრატეგიული პოზიციაა, შეიარაღებულ კონფლიქტში არ ჩაერთონ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ პირდაპირი კონფლიქტის დროს არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს. სწორედ რომ შესაძლო ბირთვული კატასტროფის საფრთხე ყოველთვის ახდენდა ზემოქმედებას სამხედრო პოლიტიკაზე, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე,” – აღნიშნა ანდრეი ილარიონოვმა.
მისივე განცხადებით, არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც კრემლი “იდეალურ” მდგომარეობაში იმყოფება:
“კრემლი დარწმუნებულია, რომ დასავლური ალიანსი მის წინააღმდეგ სამხედრო ძალის და მასობრივი იარაღის გამოყენებას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, რუსეთი გარკვეულწილად შანტაჟის გზას მიმართავს. ბუნებრივია, რომ რუსეთის გარშემო მყოფ მცირერიცხოვან ქვეყნებს არ შეუძლიათ მას სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიონ. ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო კი, დასავლური ძალები თავს იკავებენ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვისგან, რაც კრემლისთვის იდეალური სიტუაციაა. მსგავს სიტუაციას უსაფრთხოების ექსპერტები სამხედრო ვაკუუმს უწოდებენ”, – განაცხადა “კვირას” პრესკლუბში ილარიონოვმა. 

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=_MNgXZvjb2s&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები