სანდრო ბრეგაძე პარლამენტარებს მიმართავს – ნუ გეშინიათ ბიჭებო!!!
მოძრაობა “ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე პარლამენტარებს მიმართავს. როგორც ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, დეპუტატებს მეტი გამბედაობა და ოპონენტების მიმართ ღირსეული ოპონირება მართებთ.
“ძვირფასო პარლამენტარებო (ეს ყველას არ ეხება,საბედნიეროდ 150 დან 10-15 შეიძლება ამოარჩიო),ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის(საიდან უნდა იცოდეს), რომ სიტყვა “პარლამენტი” წარმოიშვა ფრანგული სიტყვისაგან “parler”, რაც “ლაპარაკს” ნიშნავს ანუ სადაც თქვენ მუშაობთ ეგ არის სალაპარაკო, სადისკუსიო, საკამათო ადგილი, ანუ მანდ ბიზნესსაქმეები კი არ უნდა ჩააწყოთ, კომპიუტერული თამაშები კი არ უნდა ითამაშოთ, სასადილოს ბუფეტში ჟურნალისტებს კი არ უნდა ემარიაჟოთ, ბიკენტიას საქაბაბეში და დოდელიას რესტორანში კი არ უნდა ისხდეთ და ა.შ… არამედ, პოლიტიკური განცხადებები უნდა გააკეთოთ, უნდა იკამათოთ, დისკუსიები უნდა გამართოთ და ამის შემდგომ ახალი კანონები უნდა მიიღოთ. 2 წელია პარლამენტში რომ ზიხარ და განცხადება არ გაგიკეთებია, მიკროფონთან არ მისულხარ, ინტერვიუ არ მიგიცია და საერთოდ პარლამენტარობა საბჭოთა კავშირის დროინდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა რომ გგონია სირცხვილი არააა??? ვერ შეიგნო ამ ხალხმა რომ მოჭიდავემ უნდა იჭიდავოს, მსახიობმა უნდა ითამაშოს, მომღერალმა იმღეროს, მოცეკვავემ იცეკვოს, პოეტმა ლექსები წეროს და ასე შემდეგ… პოლიტიკოსობა ისეთივე პროფესიაა, როგორც ყველა სხვა და სამარცხვინოა როდესაც კუნძივით წევხარ პარლამენტში და 4 წლის განმავლობაში აზრზე არ ხარ რა უნდა გააკეთო. აგერ თქვენს ლიდერს ბიძინა ივანიშვილს (აბსოლიტურად დაუმსახურებლად) უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს და აგინებს ვინმე გივი თარგამაძე, თქვენი კოლეგა და თქვენ ეს სულ გკიდიათ, თითქოს ვინმე გადამთიელს ან სხვა პარტიის ლიდერს აგინებდეს. ნუ გეშინიათ (მითხრეს გივიასი ბევრს ეშინია პარლამენტშიო) ენდეთ ჩემს სიტყვას, გივია ერთი ჩვეულებრივი ცახესია (ეს თქვენ გგონიათ მაგარი), ერთი ჩვეულებრივი ნაცია, რომელსაც ერთი კარგი დაყვირება უნდა და უკანმოუხედავად მოკურცხლავს. ნუ გეშინიათ ბიჭებო!!! გივიც ჩვეულებრივი მოკვდავია, ამიტომ გაეცით პასუხი და დაიცავით თქვენი ლიდერი ნუ დაგავიწყდებათ რომ მარტო მისი ავტორიტეტით ხართ მანდ და რომ არა ბიძინა ივანიშვილი თქვენი სახელები ოჯახის წევრების მეტს არავის ეცოდინებოდა. ჩემის მხრივ მაგალითს მოგცემთ, ნუ შეშინდებით და ესე უთხარით გივიას – გივი შენ ხარ ჩვეულებრივი მანქურთი, რომელსაც სინდისი რომ ქონდეს ისედაც ნახევრად დახშულ საინფორმაციო ღრუს ბოლომდე დაიხშობდა და ხმას აღარ ამოიღებდა. ჩვენი ტრაგედია ისიცაა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებიდან 2 წლის შემდეგ ესეთი ტიპის დამნაშავეები კვლავ საპარლამენტო ტრიბუნაზე დგანან და არა იქ სადაც მათი ადგილია და მათი ადგილი (პოლიტიკურ)სანაგვეზეა!!!” – წერს სანდრო ბრეგაძე ფეისბუქზე.