“დიდი ამბავი, ერთი ვაკელი ნაძირალაც თუ აღარ ივლის ქუჩაში“ – თინა ხიდაშელი განმარტებას აკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარი გვერდის მეშვეობით განმარტებას აკეთბეს. როგორც ხიდაშელი წერს, მას მეგობარმა გაუგზავნა ვაკეში მომხდარი მკვლელობის შესახებ მისი პოსტის ამსახველი ფოტო, თუმცა, ხიდაშელის მტკიცებით, პოსტი მას არ ეკუთვნის. „მეგობრებო, ახლა გამომიგზავნა ჩემთვის უცნობმა ადამიანმა ეს ფოტო. არ ვიცი, ეს რა არის, ან როგორ აკეთებენ ამას, მაგრამ ამ პოსტს ჩემთან კავშირი არ აქვს. საქართველოში არ ვარ და არ ვიცი, რაზეა საუბარი, ახლა ფბ-ში ინფოები ვნახე. დაახლოებით ვხვდები, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს პოსტი ჩემთან კავშირში არ არის“, – წერს ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები