ლექსო თამაზაშვილი: ლექსო ჭიკაიძე წარმატებული მინისტრია და დიდხანს გააგრძელებს მოღვაწეობას!

რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ და მის ნაცვლად უწყების მართვა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს ლექსო თამაზაშვილს ჩააბარონ, თავად ლექსო თამაზაშვილი ეხმაურება.
თამაზაშვილი ინფორმაციას სულელურ ჭორს უწოდებს და აცხადებს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე წარმატებული მინისტრია და კიდევ დიდხანს გააგრძელებს მოღვაწეობას.
„ეს არის სასაცილო, ძაან უტვინო ადამიანის, ან ადამიანების მიერ გავრცელებული ჭორი! ლექსო ჭიკაიძე წარმატებული მინისტრია და კიდევ დიდხანს გააგრძელებს თავის მოღვაწეობას! ის მკვლელობები, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში, ერის ტკივილია და იმ ფსიქოლოგიური წნეხის გამოძახილი, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო ათწლეულები. ის, რომ ადამიანი არ მოკლა, ან არ აწამო, ამას პოლიცია ვერ ასწავლის ვერავის!.. იმის ძახილი, რომ შსს არ მუშაობს, არასწორია, შსს-მ 11- დან 10 შემთხვევა გახსნა. სითბო და სიყვარული აღარაა ხალხში და ამის შედეგია ეს ყველაფერი!.. და ეს ყოველი ჩვენგანის საქმე და საზრუნავია. ჩავიხედოთ გულებში და მივხვდებით, რომ ეს ასეა! ვიზიარებ და მტკივა ყოველი მსგავსი შემთხვევა და მოგიწოდებთ ყველას, რომ ერთად დავაბრუნოთ ჩვენს საზოგადოებაში სიყვარული და სითბო!“, – წერს ლექსო თამაზაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები