“აშშ-ს შეკითხვები უნდა ჰქონდეს ლობისტების ჯგუფთან, რას მიაღწიეს იმ კონტაქტით, რაც ჰქონდათ ევან ელიოტთან” – გია ვოლსკი

“აშშ თავისი საელჩოს მეშვეობით ამბობს, რომ კონკრეტული პიროვნება – ევან ელიოტი არ მონაწილეობდა ლობიზმში. რა თქმა უნდა, ის არ მონაწილეობდა, ის უბრალოდ ნახსენებია ლობისტების მიერ,კონკრეტული თანხის ქვეშ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„მას პიროვნულად კი არ გადაეცა რამე თანხა, ის ნახსენებია დაფინანსებული ღონისძიების ქვეშ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებას. აქედან გამომდინარე, აშშ-ს შეკითხვები უნდა ჰქონდეს ლობისტების ჯგუფთან – რას მიაღწიეს იმ კონტაქტით, რაც ჰქონდათ ევან ელიოტთან. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს და გვინდა, გვჯეროდეს და გვჯერა, რომ არავითარი ხელშეწყობას ამ დესტაბილიზაციის რევოლუციურ სტრატეგიას კონკრეტული პიროვნებისგან არ ჰქონია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები