“აშშ-ის საელჩოდან მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში ჩართული არავინ ყოფილა, წერტილი” – კელი დეგნანი

“ძალიან, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თბილისში აშშ-ის საელჩოდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში არავინ ყოფილა ჩართული”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ფარას დოკუმენტებთან დაკავშირებით, დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„საკუთარ ტელეფონზე სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა არანაირად არ ნიშნავს რაიმეზე თანხმობის მიცემას, არამედ უბრალოდ საკუთარ ტელეფონზე შემომავალ ზარზე პასუხის გაცემას. ჩვენ ძალიან მკაფიოდ, ნათლად, განვაცხადეთ, რომ აშშ-ის საელჩოდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში არავინ ყოფილა ჩართული. წერტილი“, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები