შოთა ხაბარელი იაპონიის ელჩს, იშიზუზა ჰიდეკს შეხვდა
იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, შოთა ხაბარელი იაპონიის ელჩს, იშიზუზა ჰიდეკს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა როგორც საპარლამენტო კავშირების განვითარებაზე, ასევე, სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
მხარეებმა საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობით იაპონიაში განხორციელებული ვიზიტი შეაფასეს.
როგორც აღინიშნა, აგვისტოში თბილისს ეწვევა იაპონიის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი.
შოთა ხაბარელმა ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ზოგადად ქვეყნის მიმართ იაპონიის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.