მიხეილ სარჯველაძემ სამართლის უზენაესობის გლობალური კომისიის წევრთა რიგით მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო სამართლის უზენაესობის გლობალური კომისიის წევრთა რიგით მეორე შეხვედრაში, რომელიც 23-26 ივლისს, პორტუგალიის ქალაქ კასკაისში გაიმართა.

 კომისიის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს სამართლის უზენაესობის გლობალური კომისიის წლის ანგარიშის პროექტი, რომელიც წარედგინება გაეროს გენერალური ასამბლეის მეექვსე კომიტეტს.

 კომისია შექმნილია ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) ინიციატივით და მისი ამოცანაა გლობალური სამართლის უზენაესობის ყოვლისმომცველი ხედვის და ღირებულებების განვითარება ერთაშორისი დიალოგის ხელშეწყობით, ისევე როგორც საკუთარი ექსპერტული ცოდნის გაზიარების გზით.

 კომისიასთან თანამშრომლობის პროცესს მხარს უჭერს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენელი, ელჩი იოსებ ნანობაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები