ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა

ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა, ის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი გახდა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ის სამი მიმართულებით იმუშავებს. ესენია: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, კანდიდატი ქვეყნის სტატუტის მინიჭება და უკრაინასთან პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამავდროულად, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის გადაუდებელი ამოცანა ქვეყნისთვის და ამ პარტიისთვის. მესამე საკითხი არის, უკრაინასთან საგარეო პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება, უკრაინისადმი სოლიდარობა”, – განაცხადა ზურა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები