ჰერმან საბო: იდეის გარეშე გაერთიანება დაშლისთვის არის განწირული, არაერთი გაერთიანება გვინახავს, რომელიც დაშლილა, ბოლოს სამეულის გაერთიანება დაიშლა

“გირჩის” წევრი, ჰერმან საბო აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის იდეის გარეშე პარტიების გაერთიანება განწირულია.

მისივე თქმით, ნებისმიერ გაერთიანებას იდეური საფუძველი უნდა ჰქონდეს.

„იდეის გარეშე გაერთიანება დაშლისთვის არის განწირული. არაერთი გაერთიანება გვინახავს, რომელიც დაშლილა. ბოლოს სამეულის გაერთიანება დაიშალა. ნებისმიერ გაერთიანებად წებო სჭირდება და ეს წებო არის, რომ ერთნაირი რაღაცები გვინდოდეს სასამართლოში, ეკონომიკაში და ა.შ. ეს აუცილებელი წინაპირობაა მყარი გაერთიანების. ალბათ, ოპოზიციაში უმეტესად ფინანსური რესურსის გარშემო ერთიანდებიან – აქეთ ხაზარაძის და იქით სააკაშვილ-კეზერაშვილის გარშემო. საპარლამენტო არჩევნებამდე ამდენი ხნით ადრე ასეთი გაერთიანებები ვერ მიატანს“, – განაცხადა საბომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები