ირაკლი ალასანია: ნატო-საქართველოს პაკეტი პრაქტიკულად შეთანხმებულია

ნატო-საქართველოს პაკეტი პრაქტიკულად შეთანხმებულია ალიანსის წევრებთან, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ნატო თანხმდება, რომ საქართველოს თავდაცვითი შეიარაღების გაძლიერების, მოწოდების, შესყიდვის კუთხით მხარდაჭერა აღმოუჩინოს.
“ნატო-საქართველოს პაკეტი რომელიც შემუშავებულია, გვითხრეს, რომ პრაქტიკულად შეთანხმებულია ალიანსის წევრებთან, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში გაიხსნას ნატოსთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, სადაც მოემზადებიან ნატოელი და პარტნიორი სამხედრო ქვედანაყოფები. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში თავდაცვის სამინისტროში და შეიარაღებულ ძალებში წარმოგზავნილი იქნება ნატოს სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად გაუწევს შემუშავებული პაკეტის განხორციელებას, ცხოვრებაში გატარებას კონტროლს. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოსთვის, ნატო თანხმდება თავდაცვითი შეიარაღების გაძლიერების, მოწოდების, შესყიდვის კუთხით მხარდაჭერა აღმოუჩინოს. საქართველოს ჰქონდეს ის საშუალებები, რომ თავი დაიცვას აგრესიის შემთხვევაში. ასევე გვითხრეს, რომ საქართველო გადადის ახალ ლიგაში”, – განაცხადა ალასანიამ.
შეხვედრა უელსის სამიტის გახსნამდე გაიმართა და მას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები