გიორგი მარგველაშვილი პოლონელ კოლეგას შეხვდა

უელსში, ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონელ კოლეგას შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებმა ნატოს სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბრონისლავ კომოროვსკის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ პოლონეთი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის მისწრაფებების ერთგულ მხარდამჭერად. საუბარი უკრაინის კრიზისსაც შეეხო და მხარეებმა იქ შექმნილი ვითარება განიხილეს. სახელმწიფოთა მეთაურებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნატოს სამიტის მოლოდინი გამართლდება და რეგიონი ბევრად უფრო უსაფრთხო და დაცული გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები