ირაკლი ალასანია ბრიტანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც ნატოს უელსის სამიტში მონაწილეობს, ბრიტანელ კოლეგას შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანთან თავდაცვის საკითხებში მაიქლ ფელონთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონალურ უსაფრთხოებასა და უკრაინის კრიზისს.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება იყო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს “გაძლიერებული თანამშორმლობის” პაკეტის მნიშვნელობაზე, რომელსაც საქართველო სამიტის შედეგად მიიღებს.
ირაკლი ალასანიამ ბრიტანელ კოლეგას საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის უწყების წარმოამდგენლების ორმხრივი შეხვედრა თავდაცვის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანთან უელსში ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართა. ირაკლი ალასანიასთან ერთად, შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები