ირაკლი ღარიბაშვილი გენერალ ჯეიმს ამოსის შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მთავარსარდალს, გენერალ ჯეიმს ამოსის შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს და ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. მან მადლობა გადაუხადა გენერალ ჯეიმს ამოსის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მისივე თქმით, საქართველო ასევე დიდად აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურ მხარდაჭერას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უელსში მიმდინარე ნატო-ს სამიტს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ალიანსისგან გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს მიიღებს, რაც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ სულ მალე საქართველოს აშშ–ს თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი ეწვევა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა ამერიკის, როგორც მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერის. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, კერძოდ, უკრაინაში არსებულ კრიზისს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=-x8R1H542-E&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები