ნინო გიორგობიანი ირაკლი ვაჭარაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი “იდენტობის” ხელმძღვანელ ირაკლი ვაჭარაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ნინო გიორგობიანი კიდევ ერთხელ განმარტავს და სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ პირი, რომელმაც დაზარალებული სცემა, თითქოს პოლიციელის შვილია.
„ირაკლი ვაჭარაძესთან კომენტარს ვერ ვდებ! და აქ დავპოსტავ! რაზეც დღეს გავაკეთე კომენტარი ბათუმში, ფაქტზე, რა იყო ტყუილი? იქნებ ამიხსნას ან ბოდიში მომიხადოს! დიახ, ტყუილი იყო ის, რომ პირი, რომელმაც სცემა დაზარალებული, პოლიციელის შვილია! პოლიციამ ფაქტზე რეაგირება მოახდინა დაუყოვნებლივ, გოგონა ამ წუთებში იკითხება პოლიციაში და ექსპერტიზაზე გადაიყვანენ რამდენიმე წუთში!“, – წერს ნინო გიორგობიანი.
ირაკლი ვაჭარიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “დილით 8 საათზე ბათუმში, პლაჟზე, ადგილობრივი პოლიციელის შვილმა სასტიკად სცემა უცხოელი მეგობარი გოგო“. შსს-ს პრესსამსახურის უფროსის განმარტებას კი სიცრუე უწოდა.