ე.წ.სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გარდა – პუტინმა ექსპორტის აკრძალვა 2025 წლამდე გაახანგრძლივა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2025 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა სპეციალური ეკონომიკური ზომები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთში პროდუქციისა და ნედლეულის იმპორტსა და ექსპორტს.
შეზღუდვები ძალაში 2022 წლის მარტიდან არის, როდესაც კრემლმა სანქციების საპასუხო ზომები მიიღო.
დადგენილების ფარგლებში, აკრძალულია 200-ზე მეტი დასახელების საქონლისა და აღჭურვილობის ექსპორტი.
მათ შორის არის ტელეკომუნიკაციები, სამედიცინო აღჭურვილობა, მანქანები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სხვა.
აკრძალვა არ ვრცელდება საზღვარზე პირადი სარგებლობისთვის გადატანილ პროდუქტებზე.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს მინისტრთა კაბინეტის მიერ განსაზღვრულ საქონელსა თუ ნედლეულზე საექსპორტო და იმპორტის გადასახადის გაზრდას.
მთავრობა განმარტავს, რომ შეზღუდვები ეხება ყველა უცხო ქვეყანას, გარდა – ევრაზიულ კავშირში შემავალი ქვეყნებისა, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს.