ანდრია გვიდიანი – სააკაშვილზე: კარცერშია გადასათრევი ეს არაკაცი – თან სასწრაფოდ

“სასწაული ამბავი ხდება. ეს მოღალატე ნაძირალა ქართველი ხალხისთვის მოპარული ფულით, ებრძვის საქართველოს. ამ არაკაცმა თავის ხუშტურები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა და ფულს იხდის საქართველოს ინტერესების დაზიანებაში”, – ამის შესახებ ექსპერტი, ანდრია გვიდიანი მიხეილ სააკაშვილზე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სააკაშვილის ქვეყნის სირცხვილია.

“ყველაფერი ღიად და დაუფარავად ხდება, პირდაპირ შავით თეთრზე წერია, როგორ უთხრის ძირს ქართულ სახელმწიფოს. ამ ყველაფრის შემდეგ, თუ კიდევ ვინმეს ამ ნაძირალის მიმართ, რაიმე სენტიმენტები ან სიმპათიები შემორჩა, ალბათ საკუთარ თავში უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოს და ექიმს გაესინჯოს.

სპექტაკლ “მიშას კლავენ” სცენარი საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. დეტალურად არის მოყოლილი ყველა ნაბიჯი, თუ როგორ უთხრის ძირს ეს არაკაცი ქართულ სახელმწიფოს.

ევროპარლამენტის ყველა რეზოლუცია ნაყიდია;

ყველა სტატია შეკვეთილია;

ე.წ. მაგნიტსკის სიაში სააკაშვილის მოხსენიება – ნაყიდია;

ამ ნაძირალამ შეუკვეთა სენატორების დარწმუნება საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად;

ლობისტები მუშაობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინონ სააკაშვილი;

საქართველოს ისტორიაში არ არსებობს ამ არარაობაზე დიდი მოღალატე, ამ არაკაცზე დიდი ანტიქართველი. ეს არაკაცი არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი.

P.S. – 5 ვარსკვლავიან სასტუმროში კი არა, კარცერშია გადასათრევი ეს არაკაცი – თან სასწრაფოდ!!!”,- წერს გვიდიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები