პიტიახშ-ერისთავთა კომპლექსის რეაბილიტაცია (ფოტოკოლაჟი)

64 -წლიანი პაუზის შემდეგ, გუშინ, პიტიახშ-ერისთავთა კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა და პირველი გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.ქართლის (იბერიის) სამეფოს ერთ-ერთი სამხედრო-პოლიტიკური და სახელისუფლებო ცენტრი, ყველაზე უძველესი და უმსხვილესი არქეოლოგიური ძეგლი, 1950 წლის შემდეგ დახურული იყო და ამ ძეგლის ისტორია და მნიშვნელობა დამთვალიერებლისთვის უცნობი რჩებოდა. პიტიახშ-ერისთავთა კომპლექსის დაცვის, გადარჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე თვის წინ ძეგლის ეტაპობრივი განახლების გეგმა შეიმუშავა. ადგილზე ფიზიკური სამუშაოები გუშინ დაიწყო. პროექტი ორი მიმართულებით ხორციელდება. ეროვნული სააგენტო ერთი მხრივ, აფინანსებს ეროვნულ მუზეუმს – პიტიახშ – ერისთავთა კომპლექსის არქეოლოგიური კვლევისთვის და მეორე მხრივ, ადგილზე მუშაობს არქიტექტორ-რესტავრატორი მიხეილ გელაშვილი, რომელიც წლის ბოლომდე განახორციელებს აბანოს კონსერვაციას.

10589765_10202899249908500_1023077147_n

10609111_10202899249508490_216268874_n

10617425_10202899249628493_738234863_n

10621839_10202899249828498_776099783_n

10656502_10202899249588492_245895124_n

10660539_10202899249668494_1759626060_n

10668238_10202899249708495_58288984_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები