დავით სერგეენკო: აფთიაქებში დაბრკოლებების შექმნის შესახებ მოლოდინი არ გამართლდა

მედიკამენტების რეცეპტით გაცემის პროცესი მშვიდად, შეუფერხებლად მიმდინარეობს,- ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, მოლოდინები, რომ მოქალაქეებს აფთიაქებში რაიმე მნიშვნელოვანი დაბრკოლებები შეექმნებოდათ, არ გამართლდა.
“რეგულაცია, რომელიც 1-ელ სექტემბერს ამოქმედდა, თავისი შინაარსით ახალი არ არის, არამედ დავიწყებულის აღდგენაა. ყველა ნორმალური ქვეყანა ასე მუშაობს და სანამ საქართველოშიც არ გაუქმდებოდა, ასე იყო. მიუხედავად წინა პერიოდის, მართლაც, დიდი მღელვარებისა, პროცესი მიდის აბსოლუტურად მშვიდად. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური მონაცემები, საქართველოს მასშტაბით 500 სამედიცინო დაწესებულებიდან, ასევე სააფთიაქო ქსელიდან. პროცესი მიდის აბსოლუტურად მშვიდად, შეუფერხებლად და ის მოლოდინი, რომ რაიმე მნიშვნელოვანი დაბრკოლებები შეექმნებოდათ მოქალაქეებს, არ გამართლდა”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები