დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა

Screenshot

თბილისის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზემთელი ღამის განმავლობაში გზები თოვლისგან იწმინდებოდა,- ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობდნენ.

“ტექნიკური მარილი დაიყარა: ნუცუბიძის პლატოებზე, თხინვალას დასახლებაში, სოფელ აგარაკში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე; წყნეთში, ახალდაბაში, ბეთანიასა და თელოვანაში, 112-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუხათგვერდისასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე; ოქროყანა, წავკისის, შინდისის, ტაბახმელა, კოჯრისა და კიკეთის დასახლებებში; სოფელ დიდ ლილოში, პატარა ლილოში, ვაზისუბანში, მახათას მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიაბისა და ცაიშის ქუჩებზე; ორთაჭალისა და კრწანისის ქუჩებზე, ორთაჭალაშინდისის ახალი გზაზე, მნათობისა და სააკაძის ქუჩებზე; გიორგიწმინდაში, ზაჰესში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუხიანის აგარაკებზე, გლდანის ციხეების მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის შემოვლით გზაზე; ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩაზე, თბილისის ზღვის გზაზე.

გზების გაწმენდის სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში მონიტორინგს უწევდა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

საჭიროების მიხედვით, გზებზე მარილის დაყრაგრძელდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22 და დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები