უკრაინის დაზვერვა – სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით, კრემლი მასშტაბური პროვოკაციისთვის ემზადება
სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით, რუსეთი შობის წინა დღეს ან შობის დღესასწაულზე მასშტაბური პროვოკაციისთვის ემზადება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება,- ინფორმაციას უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს.
“უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური გაფრთხილებთ, რომ კრემლი სპეცოპერაციის გაგრძელებას გეგმავს, რომლის მიზანიც არის აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა. ეს ოპერაცია კომპლექსური ხასიათისაა. პუტინის რეზიდენციაზე ე.წ. თავდასხმის შემდეგ ვაფიქსირებთ კრემლის მიერ ახალი ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რათა რუსული და უცხოური აუდიტორია შემდგომი ესკალაციისთვის მოემზადოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, პროვოკაციის ადგილი შეიძლება იყოს რელიგიური შენობა ან სხვა ადგილი, რომელსაც აქვს სიმბოლური მნიშვნელობა.