ნინო ფოჩხუა: საბოლოოდ დადასტურდა ამერიკული სპეცსამსახურების შანტაჟი და ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორმე დაებრუნებინათ პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთოთ ომში; ეტყობა, არ იცნობენ კარგად, მისთვის სამშობლო არანაირ ფულში არ იცვლება

მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, დღემდე ივანიშვილს თანხა არ დაბრუნებია, ამ ეტაპზე ამ თანხაზე კონტროლი ამერიკულ და ევროპულ ფონდებს აქვთ და ისინი ბლოკავენ მის გადარიცხვას. ამით საბოლოოდ დადასტურდა ამერიკული სპეცსამსახურების შანტაჟი და ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორმე დაებრუნებინათ პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთოთ ომში, მაგრამ, ეტყობა, არ იცნობენ კარგად, მისთვის სამშობლო არანაირ ფულში არ იცვლება, – ამის შესახებ ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი ეხმიანება ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს და აღნიშნავს, რომ გამართლდა ბიძინა ივანიშვილის ვარაუდი, რომ “კრედიტ სუისი” არ იყო ამ უპრეცედენტო ძარცვის ინიციატორი, კვალი ამერიკულ სპეცსამსახურებამდე მივიდა.

„არსად ეჩქარება, მოთმინებით მიდის თავის სიმართლისკენ და ასრულებს თავის ნათქვამს: არანაირ ფულში ქვეყანა არ გაიცვლება.
ყველა საფეხური გაიარა და ბოლომდე მივიდა, ხანგრძლივი სასამართლო პროცესები მისი გამარჯვებით დასრულდა.
მისი ვარაუდი, რომ “კრედიტ სუისი” არ იყო ამ უპრეცედენტო ძარცვის ინიციატორი ბოლოში გამართლდა. კვალი ამერიკულ სპეცსამსახურებამდე მივიდა, რომლის გეგმაშიც ორი კურდღლის დაჭერა, შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანის “კრედიტ სუისის” რეპუტაციული ზიანი და ურჩი ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი იყო.
მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, დღემდე ივანიშვილს თანხა არ დაბრუნებია, ამ ეტაპზე ამ თანხაზე კონტროლი ამერიკულ და ევროპულ ფონდებს აქვთ და ისინი ბლოკავენ მის გადარიცხვას.
ამით კი საბოლოოდ დადასტურდა ამერიკული სპეცსამსახურების შანტაჟი და ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორმე დაებრუნებინათ პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთოთ ომში, მაგრამ, ეტყობა, არ იცნობენ კარგად, მისთვის სამშობლო არანაირ ფულში არ იცვლება“, – წერს ნინო ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები