ტყის ხანძრის გამო, საბერძნეთის ერთ-ერთი საზაფხულო ბანაკიდან 1 200 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა
საბერძნეთში, კურორტ ლუტრაკში ტყის ხანძრის გამო, საზაფხულო ბანაკიდან 1 200 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
გამოცემის ცნობით, საკურორტო ქალაქი ათენიდან 81 კილომეტრში მდებარეობს.
ქალაქის მერის თქმით, ხანძრის გავრცელების მიზეზი ძლიერი ქარია.