ბლინკენი: უკრაინას სრული უფლება აქვს გადაწყვიტოს, როგორ აწარმოოს ომი

WASHINGTON, DC - JULY 17: U.S. Secretary of State Antony Blinken talks to reporters in the press briefing room at the State Department Harry S. Truman headquarters building on July 17, 2023 in Washington, DC. Blinken urged the U.S. Senate to quickly advance dozens of State Department nominees, including 38 ambassadorial positions, that remain pending due to holds by Republican lawmakers. (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე ქერჩის ხიდის დაზიანების გარშემო არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება.

ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას თავისი ტერიტორიის და ადამიანების დაცვის ყველანაირი უფლება აქვს.

„რაც შეეხება ყირიმის ხიდს, ჩვენ ვაკვირდებით ამ ვითარების განვითარებას, ამასთან, უკრაინას სრული უფლება აქვს გადაწყვიტოს, როგორ აწარმოოს ომი, დაიცვას თავისი ტერიტორია, თავისი ხალხი და თავისუფლება“, – განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 ივლისს, გვიან ღამით ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მომხდარის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ ქერჩის სრუტეზე ყველა მოძრაობა დაკეტა.

უკრაინული მედიის ცნობით, ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაცია იყო. ოფიციალურად, მომხდარზე პასუხისმგებლობა არც უკრაინის ხელისუფლებას და არც სამხედროებს არ აუღიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები