“მზად ვართ მარცვლეულის მიწოდებისთვის რუსეთის გარეშე” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შავი ზღვის დერეფანი მარცვლეულის გატანისთვის კვლავაც იყოს გამოყენებული.

ამის შესახებ მან აფრიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის ამონარიდები სოციალურ ქსელში მისმა წარმომადგენელმა, სერგეი ნიკიფოროვმა გაავრცელა.

„რუსეთის გარეშეც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შავი ზღვის დერეფანი გამოვიყენოთ. ჩვენ არ გვეშინია. მოგვმართეს გემების მფლობელმა კომპანიებმა. მათ თქვეს, რომ მზად არიან, თუ უკრაინა გაუშვებს და თურქეთი გაატარებს, ყველა მზადაა მარცვლეულის მიწოდების გასაგრძელებლად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან გაიხსენა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის არანაირი შეთანხმება არ გაფორმებულა, ამიტომ, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გამოსვლით, რუსეთის ფედერაცია „არღვევს შეთანხმებებს გაეროს გენერალურ მდივანთან გუტერეშსა და პრეზიდენტ ერდოღანთან. ”

„საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური სიგნალის შემდეგ, მოამზადონ ჩვენი ოფიციალური სიგნალები გაეროსა და თურქეთისთვის, რათა მათ მიპასუხონ, როგორც უკრაინის პრეზიდენტს, რომ მზად არიან, გააგრძელონ ჩვენი ინიციატივა”, – დასძინა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები