ანდრია გვიდიანი: ევროპის ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა ძლიერდება და ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ევროპის ეკონომიკური სტაგნაცია უკვე იმდენად აშკარაა, დასავლური მედიებიც კი ვეღარ გაურბიან ამ საკითხზე ღიად საუბარს, – ამის შესახებ ექსპერტი, ანდრია გვიდიანი წერს.

მისივე თქმით, ევროპის ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა ძლიერდება.

“Wall street journal-ის სტატიაში დეტალურად არის გადმოცემული ყველა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრის გაუარესება. დაწყებული ეკონომიკური ზრდიდან, დამთავრებული ხელფასების შემცირებით თუ უმუშევრობის ზრდით.

ევროპის ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა ძლიერდება და ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დაბალი ინფლაცია, სამუშაო ადგილების ისტორიულად მაღალი მაჩვენებელი, ისტორიულ მაქსიმუმზე არსებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ა.შ. ეს ყველაფერი არის ფაქტები და ამას ვერავინ უარყოფს.

ცხადია, მსგავსი სურათი განპირობებულია ხელისუფლების გააზრებული ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკით. საქართველოს ხელისუფლებას რომ გაეზიარებინა ის ე.წ. რეკომენდაციები, რომლებსაც ადგილობრივი ოპოზიცია და ზოგიერთი “პარტნიორი გვთავაზობდა, დღეს ჩვენი ეკონომიკაც უდიდესი პრობლემების წინაშე იქნებოდა. ყველას გვახსოვს, როგორ მოგვიწოდებდნენ სანქციების შემოღებისკენ, საზღვრების ჩაკეტვისკენ, ვაჭრობის შეწყვეტისკენ და ა.შ. თუმცა, ხელისუფლებამ, შანტაჟების და ზეწოლების ფონზე, მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ემსახურებოდა და არა მოგონილ კონიუნქტურებს და გაუგებარ წესებს”, – წერს გვიდიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები