რუსულმა “სუ-25”-მა კატასტროფა განიცადა(ვიდეო)

აზოვის ზღვაში, იესკის მახლობლად რუსული მოიერიშე “სუ-25” ჩავარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი Telegram-ში იტყობინება.

აღნიშნულია, რომ მომხდარს ნგრევა არ მოჰყოლია, ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სპეცსამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.

როგორც სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურში განაცხადეს, თვითმფრინავი სასწავლო ფრენას ასრულებდა. მომხდარის წინასწარი ვერსია ძრავის გაუმართაობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები