გიორგი მარგველაშვილი: აგვისტოს ომი და უკრაინის ვითარება ერთი რუსული სცენარის ნაწილია

შეუძლებელია ომის დაწყება საკუთარ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა BBC-ს გადაცემა Hard talk-ში სტუმრობისას განაცხადა. BBC-ის ჟურნალისტმა პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2008 წლის საქართველოს მოვლენები არ ჰგავს უკრაინის მოვლენებს, რადგან ევროკავშირის ფაქტების დამდგენმა მისიამ ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არ იზიარებს.
აღნიშნულის შესახებ მარგველაშილმა განაცხადა, რომ ფაქტი არის შემდეგი: მოვლენები საქართველოსა და უკრაინაში არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსები ახორციელებენ.
“არ ვფიქრობ, რომ მათ საქართველო დაადანაშაულეს და ეს არ ყოფილა ვერდიქტი. მოდით, უფრო კონკრეტულად შევხედოთ საკითხს – ეს იყო ფაქტების დადგენის მისია, რომელმაც მთლიანი მოვლენა აღწერა და მასში არის სხვადასხვა დეტალი, თუმცა ფაქტი არის შემდეგი, მოვლენები საქართველოსა და უკრაინაში არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსები ახორციელებენ. ისინი ამბობენ, რომ უფლება აქვთ, დამოუკიდებელი ქვეყნების ბედი გადაწყვიტონ. შეუძლებელია ომის დაწყება საკუთარ ტერიტორიაზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები