ერდოღანი პუტინთან მარცვლეულის შეთანხმებაზე აგვისტოში ისაუბრებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმების შესახებ, რომლიდანაც რუსეთი გავიდა, რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას გამართავს.

ამის შესახებ Anadolu წერს.

ერდოღანის თქმით, მარცვლეულის გარიგება ისტორიაში, როგორც წარმატებული დიპლომატიის მაგალითი, შევიდა.

თურქეთის ლიდერი იმედოვნებს, რომ პუტინს სურს შეთანხმების გაგრძელება და მასთან საკითხზე აგვისტოში, თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ისაუბრებს.

„ინიციატივის ფარგლებში, 33 მილიონ ტონაზე მეტი პროდუქცია იქნა მიწოდებული. მისი წყალობით, სასურსათო კრიზისის აცილება მოხდა ბევრ ღარიბ ქვეყანაში“, – თქვა ერდოღანმა.

მარცვლეულის ხელშეკრულებას ვადა დღეს ამოეწურა.

პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეთანხმებამ მოქმედება დღეს შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები