“ძალიან კარგი გარიგებაა” – არესტოვიჩისთვის მისაღებია, რომ ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინის 20% რუს ოკუპანტს შერჩეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლისთვის, ოლექსი არესტოვიჩისთვის დასაშვებია, რომ რუსეთს მიტაცებული ქვეყნის ტერიტორიის 20% შერჩეს, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ.

ამის შესახებ მან ჟურნალისტ იულია ლატინინას ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი იდეა, რომელიც ამჟამად განიხილება.

“ჩვენ ვიკავებთ ტერიტორიის 80%-ს. გამოდის, რომ სახელმწიფოს უმეტეს ნაწილს ვაკონტროლებთ, როგორც გვპირდებიან, ვაჩერებთ ომს და შევდივართ ნატოში. შემიძლია ვთქვა, რომ ეს სუპერ ისტორიული შანსია”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მან შექმნილი ვითარება დაყოფილი გერმანიის ისტორიას შეადარა.

„FRG-GDR-ის ვარიანტი: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ალიანსს უერთდება, ხოლო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა აღიარებულია გერმანიის ტერიტორიად, რომელსაც აუცილებლად დავიბრუნებთ, მაგრამ ნატოს გარანტიები მასზე არ ვრცელდება… პრინციპში, სანამ არავინ გვისმენს და ამაში მარტო ვართ, ეს ძალიან კარგი გარიგებაა“, – თქვა მან.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინა შეეცდება, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები “არასამხედრო საშუალებებით” – ვინაიდან სამხედრო გადაწყვეტა შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ “სრულწლოვანი მამრობითი მოსახლეობის 200 ათასი ადამიანის სიცოცხლის, გენოფონდისა და მთლიანად განადგურებული ეკონომიკის ფასად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები