“ერთი…ორი!” – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ყირიმის ხიდის აფეთქებას ეხმიანება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ყირიმის ხიდზე მომხდარ, სავარაუდოდ აფეთქებას სოციალურ ქსელში ხალხური მუსიკის ფონზე დაწერილი ტექსტით ეხმიანება.

“სოლოვეიკო, ძმაო,

ხიდი “დასაძინებლად” ისევ წავიდა

ერთი … ორი!

P.S. მუსიკა ხალხურია. სიტყვები – უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე ღამით მომხდარი, სავარაუდო აფეთქების უკან დგას უკრაინის საზღვაო ძალები და უსაფრთხოების სამსახური.

მომხდარის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ყირიმის ხიდი თავდასხმის ობიექტი ბოლო ათ თვეში უკვე მეორედ ხდება. 2022 წლის 8 ოქტომბერს ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა.

კრემლმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს “ტერაქტი” იყო. ოფიციალურად, უკრაინულ მხარეს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია, მაგრამ არაერთხელ აღინიშნა, რომ ყირიმის ხიდი მათი ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან ოკუპანტები მას სამხედრო ტექნიკის მიწოდებისთვის იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები